სერგო ჩიხლაძე: პირველ სექტემბრამდე გავაკეთებთ განცხადებას, ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატები

სერგო ჩიხლაძე: პირველ სექტემბრამდე გავაკეთებთ განცხადებას, ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატები

პირველ სექტემბრამდე გავაკეთებთ განცხადებას, რა კონფიგურაციით, ვისთან ალიანსში და ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება დიდ ქალაქებს - ყველგან ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ჯერჯერობით არ უმსჯელიათ, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ საარჩევნო კანდიდატებს.

„ამაზე არ გვიმსჯელია. ჯერჯერობით ვაკომპლექტებთ. დიდი ალბათობით, უმეტეს ადგილებში ჩვენი კანდიდატები გვეყოლება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაა, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. არ დასახელებულა ფოთის მერობის კანდიდატი, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატი თინა ბოკუჩავა უნდა ყოფილიყო.