ეკატერინე ტიკარაძე: დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ეკატერინე ტიკარაძე: დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.