დავით ქართველიშვილი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსების და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა. ყველამ საკუთარ თვალებში თავის

დავით ქართველიშვილი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსების და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა. ყველამ საკუთარ თვალებში თავის "დირეებს" მიხედოს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“რატომ არ აშუქებენ ლიეტუვაში 11-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს ჟიგიმანტასის ადგილობრივი პარტიული საძმაკაცო და მათი პარტიული ტელევიზიები - მეტნაკლებად გასაგებია. ჩვენი ჭკუის სწავლების, ჩვენთან ქედმაღლური დამოკიდებულების, დემოკრატიის "შუქურა" ბალტიისპირეთიდან - საქართველომ არ უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ:

თუ როგორ აიყვანა მრავალათასიან მომიტინგეთა "ბრბომ" ლიეტუვას პარლამენტი ალყაში

როგორ მოახდინეს სეიმის შესასვლელი ყველა კარის ბოიკოტირება

როგორ მართავდა ამ დანაშაულებრივ პროცესებს სეიმის დეპუტატთა ნაწილი

როგორ დაარბიეს ლიეტუვას ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები

თუ რა მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამართალდამცველებს ქვებით, ხელკეტებით, პეტარდების აფეთქებით - რომელთა ნაწილი დღემდეა კლინიკებში მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის დაზიანებული თვალების პრობლემით

მომიტინგეთა დასარბევად გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და წლის ჭავლების, ასევე სხვა სპეციალური პოლიციური საშუალებების თაობაზე

იმის შესახებ, რომ სეიმის ირგვლივ კონცენტრირებული 5-ათასი მომიტინგესა და ახლომდებარე ქუჩებში განლაგებული კიდევ რამოდენიმე ათასი ადამიანის დაშლა/დარბევა მოხერხდა მხოლოდ ღამის 2 საათისთვის

თუ როგორ დააკავეს აქციაზე 26 ადამიანი და ა.შ.

ვისაც აინტერესებს დამატებითი ინფორმაცია, ეწვიეთ ლინქს: https://m.delfi.lt/ru/news/article.php?id=87922149

ჩვენ კი გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც ასევე ჰქონდა ადგილი მასობრივ არეულობას, კერძოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.

„დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე კაცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უშლიდა ხელს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს“, - აცხადებენ კიევის პოლიციაში (https://imedinews.ge/.../ukrainis-prezidentis...) .

ამის შემდეგ, ევროპელების, უკრაინელების, ტაილანდელების და ა შ. "მწუხარება", თითის ჩვენება ჩვენი მისამართით - თავზე უნდა გადაახიო, ისევე, როგორც ადგილობრივი პროვოკატორების წამახალისებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გამოსულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსების და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა. ყველამ საკუთარ თვალებში თავის "დირეებს" მიხედოს”.

trampi მერე ამ ამბებზე ამერიკა არ აღშფოთდააააა?....არ იციააან??
არ გააგებინოთ იმათ არ გააგებინოთ.....ჩვენთან იმდენი იღშფოთეს რომ ამდენი აღშფოთებებისაგან უკვე გული სუსტადა ააქვთ
არ უთხრად დეგნარს არაფერი, არ უთხრათ
და მაინც ....................... ქუნემ კოლუმბი მარადჟამს ....
იცით რა მიკვიირს?
ამერიკელების თამადობით, ეს დასავლეთი და ეს ჩვენი ვითომ ,,მედასავლეთელები,, ესე მარტივად და შტერულად რომ იყიდებიან, ამას თვითონ ვერ გრძნობეეენ??
თუ ვერა გრძნობენ მაშინ მართლა შტერები არიან ..
.მაინც არა მაქვს მათ განათლებაზე კაი წარმოდგენა, ( უფრო მეტი რომ არ ვთქვა....დებილები არიან მეთქი)
3 წლის უკან
XALIBI პაპა გამარჯობა:):) ისევ კოლუმბს დაუბრუნდი?!:) მართალი ყოფილა ეკლესიასტე, როდესაც წერდა---ახალი არაფერია სამყაროშიო......:)
3 წლის უკან
trampi ვაააა ...გაუმარჯოს ხალიბს,......... გაუმარჯოს!!!
ხო კარგადა ხარ?? კორონა ხო არ გაშინებს?? მე ჯერჯერობით ,,ვემალები,, ........ შიგადა შიგ კახურ წამალსაც ვიყენებ და გავდივარ ჯერჯერობიტ ასე იოლას....... იმედი მაქვს რომ კორონა ჩემთან ვერ( არ) მოვა ... გავძვრები ალბათ
ისე აქ შენ ჩემზე მეტადა ხარ მგონი დაკარგული ....მე ძველებურად აღარ მაგრამ შიგადაშიგ აქ მაინც შემოვიჭყიტები--შემომეჭყიტება ხოლმე... ჩვეულება რჯულზე უმეტკიცესიაო ..ძალიან ბევრი ღამეები მაქვს აქ ნათენები და ეგრე ადვილად არ მეთმობა აქაურობა...
კომენტარების თვალსაზრისით რა თქმა უნდა დღევანდელი ეს საიტი ძველის აჩრდილიც აღარაააა, მაგრამ მაინც კაია აქაურობა......
რაც შეეხება კოლუმბის სიყვარულს კიდევ ეგ ისეთი ,,სიყვარულია არასდროს რო აღარ გამინელდება
დიდმა სიყვარულმა (იმედგაცრუვების შემთხვევაში) დიდი მტრობა იცისო---- ეგრე დამემართა მეც...და ბევრს ჩემნაირს კიდევ ,( ჩვენ თაობას)
არადა ამ რუსსაც რომ აფხაზეთს ვერ ვპატიობ??
მოკლედ წინ კინჯალი...... უკან კოლუმბიო.... ისეა ჩვენი საქმე
ისე კი კოლუმბის პირველთ ,,მლოცველთა,, რიგებში შიგადაშიგ ალბათ მეც მომიხსენიებენ ხოლმე....
3 წლის უკან
trampi ცოტა თუ იცის, რომ კოლუმბის ექსპედიციაში ქართველებიც იღებდნენ მონაწილოებას. გთავაზობთ სიანტერესო ცნობებს.

ცნობილი ქართველი ნევროლოგი, აკადემიკოსი იური მალაშხია 1972 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შემთხვევით წააწყდა ფოტოატელიეს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: “ფოტოგრაფი მოლაშხია”. ცხადია, ბატონმა იურიმ მოინდომა შეხვედროდა თავის მოგვარეს.

მექსიკელი მოლაშხია ფოტოატელიეს ქსელის მეპატრონე აღმოჩნდა. მის უამრავ სახელთა შორის ერია გიორგიც. თავის გვარის ისტორიის შესახებ თქვა:

"ჩემი შორეული წინაპარი ქართველი იყო. მთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა მოლაშხია, რომელიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ, იქ აღარ დაედგომოდათ და გაქცეულან. უფროსი ძმა მდევარს ჩავარდნია ხელთ, ორი ძმა კი დიდი ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვდა. იმ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბი თავის ექსპედიციისთვის მამაც, ჯანსაღ მეზღვაურებს აგროვებდა. ასე მოხვედრილან ძმები ხომალდ ‘'სანტა-მარიაზე'', რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო.ინდოეთის გზის ძიებაში ზმებმა თავი ამერიკაში ამოყვეს. უმცროსი ძმა აქვე დარჩა, მე მისი შთამომავალი ვარ. შუათანა ბასკეთში დაბრუნდა. მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს".

ბართლომე ლას კასის წიგნს ‘ინდოეთის ისტორიას’დართული აქვს კოლუმბის ექსპედიციის მონაწილეთა ნუსხა, რომელშიც ქართული წარმოშობის გვარია მოხსენიებული: მოლაშხიები და ლიპუსკუა.
3 წლის უკან