სატრანსპორტო გადამზიდი კომპანიები სასამართლო დავას იწყებენ. მიზეზი ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა, რომელმაც რამდენიმე სამეწარმეო ფირმის მუშაობა შეაფერხა. ფისკალური სფეროს მოწესრიგების მიზნით დაწესებული შეზღუდვები საბაჟო ტერიტორიიდან ტვირთის გატანისა და დეკლარირებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროლემებს ქმნის. 25 იანვარს მიღებული ბრძანების გაუქმებას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს.