საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების შ.ტ.-სა და მ.ა.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170,75 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6 380.92 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6 380.92 ლარის ოდენობით შეეფარდათ.