ავღანელი სტუდენტი: უბრალოდ, შეწყვიტეთ ომი, აღარ შეგვიძლია დასისხლიანებულ ბავშვებისა და შვილის გამო ატირებული დედების ყურება

ავღანელი სტუდენტი: უბრალოდ, შეწყვიტეთ ომი, აღარ შეგვიძლია დასისხლიანებულ ბავშვებისა და შვილის გამო ატირებული დედების ყურება

ავღანეთში, სადაც დღითიდღე ძლიერდება თალიბების გავლენა, ათასობით ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს და ცდილობს, ჯერ კიდევ მთავრობის მიერ კონტროლირებად ქაბულში მდებარე ბანაკებს შეაფაროს თავი.

BBC ესაუბრა 20 წლის სტუდენტ გოგოს, ზუჰალს, რომელიც დევნილებს ეხმარება.

„შეწყვიტე ცეცხლი, უბრალოდ, შეწყვიტეთ ცეცხლი, დაასრულეთ ომი, რადგან აღარ შეგვიძლია, ავდგეთ კიდევ ერთ დღეს და ვუყუროთ დასისხლიანებულ ბავშვებს, შვილების გამო ატირებულ დედებს... ეს აღარ შეგვიძლია“, - ამბობს ის.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.