თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს მიუახლოვდა

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს მიუახლოვდა

25 დაღუპული კასთამონუში და 2 - სინოპის პროვინციაში, - ასეთია თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ბოლო მონაცემები. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ ბართინის პროვინციაში.

ოფიციალური ცნობით, კასთამონუში 112, სინოპში კი 86 სოფელია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. ზარალის აღმოსაფხვრელად, რეგიონისთვის 20 მილიონი ლირაა მობილიზებული.

ადგილობრივების დასახმარებლად, ბართინში 895, კასთამონუში 2 333, სინოპში კი 1 532 ადამიანი მუშაობს.