ავღანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ თალიბებმა ყანდაარიც ხელში ჩაიგდეს

ავღანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ თალიბებმა ყანდაარიც ხელში ჩაიგდეს

ათასობით ადამიანი გაურბის თალიბებს, ცდილობს დედაქალაქ ქაბულამდე მიღწევასა და დროებით ბანაკებში ცხოვრებას. მთავრობისთვის დამანგრეველ დარტყმასა და თალიბების მორიგ გამარჯვებას - ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აღებას უკვე ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, - ამის შესახებ BBC წერს.

ამ დრომდე, ყანდაარი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც თალიბებმა ჩაიგდეს ხელში. გუშინ მათ კონტროლი ჰერატსა და ღაზნიზეც დაამყარეს.

აშშ აცხადებს, რომ 3 ათასამდე ჯარისკაცს კვლავ დააბრუნებს ავღანეთში, რათა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უსაფრთხოდ ევაკუაციაში დაეხმარონ. საკუთარ მოქალაქეების ქვეყნიდან მშვიდად წასვლის უზრუნველსაყოფად, 600-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს.