ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ხობში, მცხეთის რაიონსა და დაბა ჩაქვში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში,

გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 84.14 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა  სახელმწიფო საკუთრებაში.