ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
კომპანიის მიერ, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში (არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან), დეკლარირებული იქნა 111 ცალი (Iphone, Samsung) მობილური ტელეფონი, რომელთაგან 135 192,99 ლარის ღირებულების 100 მობილური აპარატი თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით მეორადი გამოყენებისას წარმოადგენდა.
რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ 239 422, 39 ლარის საბაჟო ღირებულების მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა მეორად/აღდგენილ, არამედ სრულიად ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.