ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო თანამდებობიდან გადადგა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო თანამდებობიდან გადადგა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო თანამდებობიდან გადადგა.

3 აგვისტოს ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა.

გამომძიებლებმა 179 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის მომჩივნები და ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელი და ყოფილი წევრები.

ენდრიუ კუომომ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები უარყო.

4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა.

 

Katana . მაგისი ქალიშვილი რომ ნიუ-იორკის დარბევაში მონაწილეობდა გავეშებულ ბრბოსთან ერთად და ეს აცხადებდა - ვამაყობ ჩემი ქალიშვილითო, მაშინ უნდა გადაეყენებინათ!
2 წლის უკან