ალჟირში ტყის ხანძრებს 42 ადამიანი, მათ შორის 25 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ალჟირში ტყის ხანძრებს 42 ადამიანი, მათ შორის 25 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ალჟირში ტყის ხანძრებს 42 ადამიანი, მათ შორის 25 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

9 აგვისტოს ჩრდილოეთ ალჟირის ტყეებში ხანძრის ათობით კერა გაჩნდა. ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქამელ ბელჯუდმა განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ტყეებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

„მხოლოდ კრიმინალები შეიძლება იდგნენ ერთდროულად ხანძრის დაახლოებით 50 კერის გაჩენის უკან“, - აღნიშნა ალჟირის შს მინისტრმა.

ამჟამად ხანძრებს ალჟირის, სულ მცირე, 16 პროვინციაში ებრძვიან. მეხანძრეები და არმია ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.