გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ვინმე დევიდ ს. ქალაქ პოტსდამში დააკავეს.

დაკავებამდე დევიდ ს. ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლად მუშაობდა.

გამოძიების ვერსიით, სულ მცირე, ერთხელ მაინც მან თავისი პროფესიული საქმიანობისას შედეგად მიღებული დოკუმენტები რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს გადასცა.

ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ბრალდებულმა უცნობი ოდენობით ნაღდი ფული მიიღო.