მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ნარკოკარტელი მექსიკელ ჟურნალისტს მოკვლით ემუქრება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ნარკოკარტელი მექსიკელ ჟურნალისტს მოკვლით ემუქრება

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ნარკოკარტელი „ხალიხკოს კარტელის ახალი თაობა (CJNG) მექსიკური ტელეკომპანია Milenio-ს ჟურნალისტს, ასუსენა ურესტის მოკვლით ემუქრება, - ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს კაცი, რომელსაც სახე დაფარული აქვს და ამბობს, რომ ჟურნალისტის მოკვლას მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქების გამო აპირებენ. მისი თქმით, ტელევიზია „ემხრობა ე.წ. თავდაცვის ჯგუფებს“, რომლებიც CJNG-ს უპირისპირდებიან.

„შენს სიტყვებს უკან წაგაღებინებ, თუნდაც ფემიციდში დამადანაშაულონ“, - ამბობს ის.

CJNG-ს, მექსიკასა და მის საზღვრებს გარეთ, არაერთ სისხლიან თავდასხმაში სდებენ ბრალს. კარტელის სათავეში ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი დგას, რომელსაც მრავალი წელია ეძებენ. აშშ-ის მთავრობა $10 მილიონს სთავაზობს ადამიანს, რომელიც მიაწვდით მის დასაჭერად საჭირო ინფორმაციას.

მექსიკა ჟურნალისტური საქმიანობისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორებზე თავდასხმა უკვე ჩვეულ მოვლენადაა ქცეული, მსგავსი საჯარო მუქარები იშვიათია.

ტელეკომპანია Milenio და ჟურნალისტი ურესი ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

მექსიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაწერა, რომ, ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების დასაცავად, ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.