ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა

ლონდონში ტაუერის ხიდი გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა

ლონდონში ტაუერის ხიდზე გადაადგილება ტექნიკური გაუმართაობის გამო დაიხურა. ამის შესახებ BBC ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხიდი გემის გასასვლელად გახსნეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ ჩაკეტეს. ამის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

ტაუერის ხიდზე მსგავსი პრობლემა 2020 წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა. მაშინ ხიდზე გადაადგილება 24 საათით შეიზღუდა.

ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ის 1894 წელს აშენდა. ხიდს წელიწადში დაახლოებით 800-ჯერ ხსნიან.