ალექსანდრე მიშველიძე:  რადიკალური ოპოზიცია და  მათი მართული არასამთავრობოები იაფფასიანი დემარშით საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ

ალექსანდრე მიშველიძე: რადიკალური ოპოზიცია და  მათი მართული არასამთავრობოები იაფფასიანი დემარშით საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ

ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი საარჩევნო სისტემის რეფორმის დისკრედიტაციაა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის  ვიზიტისას, აღინიშნა, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო სისტემის რეფორმის ფონზე სპეკულაციების საფუძველი აღარ არსებობს. -  საარჩევნო სისტემის რეფორმაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციის ნაწილმაც და სრულად იქნა გათვალისწინებული მათი შენიშვნები და წინადადები.

“დავინახეთ, რომ საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კონკორსანტებთან გასაუბრება ლაივ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული პროცესი უპრეცედენტოა და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად გამჭვირვალე და სამართლიან რეჟიმში ხდება ცესკოს მიერ საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევა. ამ ფონზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ პროცესის ბოიკოტი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. სწორედ ისინი მოითხოვდნენ კანდიდატებთან გასაუბრების ლაივ რეჟიმში წარმართვას. საბოლოოდ კი პროცესის და მთლიანად ცესკოს დისკრედიტაციის მიზნით, გაემიჯნენ რეფორმას და ჩვეულ დესტრუქციას მიმართეს”, - აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე.

მისივე თქმით, “თავად საეჭვო რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის პროცესს და აცხადებენ, რომ აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი გაურკვეველი ორგანიზაციებით კომპლექტდება, რაც ხელს ვერ შეუწყობს ცესკოს სანდოობის გაზრდას. 


„საქართველოს საარჩევნო კოდექსში,  2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან, 10 დღის ვადაში, უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობამ”  და „სამართლიანმა  არჩევნებმა” დატოვეს.

თავად საეჭვო რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის პროცესს და აცხადებენ, რომ აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი გაურკვეველი ორგანიზაციებით კომპლექტდება, რაც ხელს ვერ შეუწყობს ცესკოს სანდოობის გაზრდას. 

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვნახეთ “სამართლიანი არჩევნების” მიერ საარჩევნო ხმების წინასწარი დათვლის გაყალბებული შედეგები, რომელმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. “საერთაშორისო გამჭირვალობა” საქართველო, რომლის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წარმოადგენდნენ, უკვე მრავალი წელია ერთი ერთში იმეორებენ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს” - აცხადებს მიშველიძე.

“საარჩევნო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი შარლ მიშელის დოკუმენტიდან, რომელსაც უმაღლესი შეფასება აქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ცესკოს მიერ წარმართული სრულად გამჭირვალე პროცესები აუცილებელ ასახვას ჰპოვებს  ეუთო/ODIHR-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელები და მათი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად იაზრებენ, რომ რეფორმა სრულყოფილია და იაფფასიანი დემარშით პროცესების რადიკალიზაციას და საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ”, - დასძენს მიშველიძე.