გიორგი გახარიამ ქარელში  ოფისი ჩუმად გახსნა, ვის და რატომ გაეპარა გადამდგარი პრემიერი - „ტვ მონიტორინგის“ სიუჟეტი 

გიორგი გახარიამ ქარელში  ოფისი ჩუმად გახსნა, ვის და რატომ გაეპარა გადამდგარი პრემიერი - „ტვ მონიტორინგის“ სიუჟეტი 

გიორგი გახარიამ შიდა ქართლში  ოფისი მალულად გახსნა. ყოფილი პრემიერი ქარელის მუნიციპალიტეტში ჩუმად ჩავიდა, ოფისი გახსნა და შენობიდან დაცვამ ისე გააპარა, რომ მედიამ კითხვები ვერ დაუსვა. ადგილობრივებს გახარიასთან კითხვები ჰქონდათ, რომლის მოსმენაც მან არ ისურვა. გაბრაზებული მოსახლეობა ამბობს, რომ გადამდგარ პრემიერს ქარელში მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მის მიერ დაშვებული შეცდომები ჯერ ისევ ახსოვთ - იუწყება „ტვ მონიტორინგი“ 

სიუჟეტის ავტორის თქმით, ქარელში ჩასულ მედიის წარმომადგენლებს პარტია „საქართველოსთვის“ ოფისის გადაღების საშუალება არ მისცეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მათ უთხრა, რომ  შეხვედრა დახურული იყო და ჟურნალისტებს ვერ დაუშვებდა. ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდა, საზოგადოებას ენახა, რომ გახარიასთან შეხვედრა ძალიან ცოტა ადამიანმა ისურვა.

„ქარელის მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიას საზოგადოების მცირე მხარდაჭერა რომ აქვს, ამას ისიც მოწმობს, რომ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრებს ცრუ დაპირებები მისცენ და გადაიბირონ. ერთერთი ვასილ ბაქრაძეა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  უფროსად მუშაობდა და გახარიას გუნდს შეუერთდა. ქარელში მალულად ჩასულ გადამდგარ პრემიერთან შეხვედრა ადგილობრივების ნაწილს უნდოდა, მათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები ჰქონდათ რომელზეც პასუხების მიღება  სურდათ. ამბობენ, რომ დაშვებული შეცდომების გამო გახარიას ქარელში მხარდაჭერა არ ექნება და ვერც მის გაკეთებულ საქმეს იხსენებენ“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი. 

მისივე თქმით, კითხვები ჰქონდა მედიასაც, აინტერესებდათ რას პირდებოდა ამომრჩეველს და როგორ აპირებდა დაპირებების შესრულებას. კითხვები ვერ დასვეს, თუმცა გადაიღეს კადრები, როგორ გააპარეს დაცვის წევრებმა ყოფილი პრემიერი ახლად გახსნილი ოფისიდან.