ექსპერტი საარჩევნო საკითხებში დავით ჩიხელაძე ორი არასამთავრობოს მიერ ცესკოს საკონსულტაციო საბჭოს დატოვების გადაწყვეტიებას ცესკოსა და არჩევნების მიმართ მიმზანმიმართულ დისკრდიტაციად აფასებს.
როგორც მან „სფეისნიუსს“ განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მოხდა ამ ორი ორგანიზაციის ლუსტრაცია.
„განვითარებული მოვლენების ჯაჭვი მიჩენს ეჭვს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილება ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, მათი ქმედების ერთადერთ მიზანს ცესკოს და არჩევნების დისკრედიტაცია წარმოადგენს, ამისთვის კი ფონს თვითონვე ქმნიან.
რაც შეეხება ISFED-ის და TI-ის დღეს გადაწყვეტილებას, მათ ცესკოს-თან არსებული საკონსულტაციო საბჭო დატოვეს და მის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს არაფერი დაუკარგავს, მაგრამ ბევრი დაკარგა ორმა ორგანიზაციამ, კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, ნათლად გამოჩნდა რომ ისინი პარტიულ დანამატს წარმოადგენენ და არა დამოუკიდებელ ორგანიზაციას. სამწუხაროა, რომ მათი გადაწყვეტილება ვარაუდს ეფუძნება და არა არგუმენტირებულ ფაქტებს. ზოგადად, საზოგადოება აღნიშნული ორგანიზაციებისგან, შეეჩვია ვარაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკას ნამდვილად არ წარმოადგენს!“ - განაცხადა ჩხელაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება „ენმ“-ს და „ევროპული საქართველოს“, მათი მიზანი ყოველთვის იყო არა გამჭვირვალობა, არამედ დებოში.
„მეორე საკითხია “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ცესკოს სხდომის დატოვება, ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ ოლქის დროებითი წევრობის მსურველებთან გასაუბრებას. გასაუბრება, რომელიც გუშინ ჩატარდა მაღალი გამჭირვალობით გამოირჩეოდა, (გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში) მაგრამ როგორც ჩანს, “ნაციონალებისთვის” და “ევროპელებისთვის” მთავარი, არა გამჭირვალობა, არამედ დებოშია. მათ ზემოთ ნახსენები ორი ორგანიზაციის მსგავსად მიიღეს ვარაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. “- განაცხადა დავით ჩიხელაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. გადაწყვეტილების მიზეზად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ჯგუფის უმრავლესობაში არსებული ორგანიზაციების მათთვის მიუღებლობას ასახელებენ.