"დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრიის" ხელმძღვანელის დავით ლილუაშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში უცვლელი პრაქტიკაა "ენმ-ის" და "ევროპული საქართველოს" მავნე რიტორიკა და მათი მიზანია საარჩევნო ადმიანისტაციის დისკრედიტაცია.
"წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში უცვლელ პრაქტიკას წარმოადგენს "ენმ" და "ევროპული საქართველოს" მავნე რიტორიკა და დესტრუქციული აქტივობები. დღეს ცესკოს წევრების მიერ გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება. ოპოზიციის წარმომადგენლები და ცესკოში მათი წევრები, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საარჩევნო ოლქებში წევრებად ინიშნებიან არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ ახლობლობითა და ნაცნობობით. ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და არ ერთვებიან გასაუბრების პროცესში, სამაგიეროდ აკეთებენ არასეიოზულ განცხადებებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არჩევნების დროს არაერთხელ ჰქონდათ პრეტენზია "თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის" სხდომებზეც, თუმცა ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, რომ წარმოედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები, ეს არ/ვერ გააკეთეს. რაზეც პირადად ჩვენ,როგორც კომისიის სხდომაბზე, ისე მედიასაშუალებებით გავაკეთეთ განცხადებები, რომ დაუშვებელია მხოლოდ ყურით მოთრეული არგუმენტებისა და დაუსაბუთებელი ვარაუდის დონეზე საოლქო კომისიის წევრობის მსულველთა წინააღმდეგ გაჟღერდეს აბსურდული ბრალდებები. სამწუხაროდ, დღესაც ასე ხდება და ყველასთვის მისაღები გასაუბრების იდეა და ინიციატივა მხარდაჭერის გარეშე დატოვეს.
როგორც ჩანს მათი მიზანია საარჩევნო ადმიანისტაციის დისკრედიტაცია და მეტი არაფერი."- განაცხადა დავით ლილუაშვილმა.