ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N2-ში, სადაც 155 მესაკუთრე ცხოვრობს, სამგზავრო ლიფტები შეიცვალა.
პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ბიუჯეტი 75.000 ლარს შეადგენს.