ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ეხლა წავიკითხე “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ადგ. არჩევნებზე დაკვირვების, როგორც თავად წერენ არაოფიციალური, ანგარიში.
ლამის ყოველ მეორე წინანადებაში იყენებენ სიტყვას “სავარაუდო,” რაც იმას ნიშნავს, რომ უტყუარი ფაქტოლოგიით ვერ ამტკიცებს და მხოლოდ საკუთარ განცდებსა და აღქმებზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა, რომ ვიღაცაზე ზეწოლა მოხდა, ვიღაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ვიღაც მოისყიდეს და ა.შ. და ა.შ.
იმ საკმაოდ დიდი ბიუჯეტით, რომლითაც ეს ორგანიზაცია ოპერირებს, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი მოიკვლიო და ყოველგვარი “სავარაუდო”-ს გარეშე განაცხადო, თუ რამე დარღვევა რეალურად მოხდა. თუმცა, ეს არაა მათი მიზანი. სინამდვილეში მიზანია “ცუდი სურათის დახატვა,” რომ წინასწარ მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია.“