გიორგი ამილახვარი:  დარწმუნებული ვართ, კახა კალაძე 2 ოქტომბერს თბილისელების მხარდაჭერით პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს

გიორგი ამილახვარი:  დარწმუნებული ვართ, კახა კალაძე 2 ოქტომბერს თბილისელების მხარდაჭერით პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს

„დარწმუნებული ვართ, თქვენთან ერთად, თბილისელების მხარდაჭერით, 2 ოქტომბერს კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს, გაიმარჯვებს ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს თბილისი“ - განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნაზე. 

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იქნება საქმეზე, მიღწევებსა და საარჩევნო პროგრამაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია. მოხარული ვარ, რომ საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები. საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და რაც მთავარია სწორი პროგრამით, ყველაფერი აგებული იქნება პოზიტივზე.  ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იქნება საქმეზე, მიღწევებსა და საარჩევნო პროგრამაზე. ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩვენი დემოკრატიის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მართვაში. ჩვენი საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კახა კალაძემ სამაგალითოდ უზრუნველყო ეს. მან შეძლო განსხვავებული ინტერესების ადამიანების გაერთიანება. მიიღო მათგან ახალი იდეები, უზრუნველყო მათი გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობა და შესაბამისად, მეტი დინამიკა მისცა ჩვენს დედაქალაქს. სწორედ ამას ვაპირებთ ჩვენც ამ ულამაზეს შტაბში, რომ გავაერთიანოთ განსხვავებული ხედვების ადამიანები, ჩავრთოთ ახალგაზრდები, შევხვდეთ ყველა ადამიანს, ვიყოთ გახსნილები, მოვუსმინოთ და ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.