ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ახლახან ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. 2 რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, ხოლო 1 - ლიბანის შიგნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.