კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ისინი მხოლოდ ხანძრით მოცული ტერიტორიის 35%-ს აკონტროლებენ, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძრის ფართობი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

სიცხის, ძლიერი ქარისა და დაბალი ტენიანობის გამო ცეცხლის გავრცელების ტემპის ზუსტი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.