ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა (ვიდეო)

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა (ვიდეო)

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!

ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმა ლაშა ტალახაძეს მორიგი ოლიმპიური ოქრო და რეკორდი ტელეფონით პირადადაც მიულოცა.

 

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.