4 აგვისტოდან, შემოსავლების სამსახურის ვაკე - საბურთალოს სერვისცენტრი განაახლებს მოქალაქეთა მომსახურებას

4 აგვისტოდან, შემოსავლების სამსახურის ვაკე - საბურთალოს სერვისცენტრი განაახლებს მოქალაქეთა მომსახურებას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 4 აგვისტოდან, გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება  ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი (მისამართი: მერაბ კოსტავას გამზირი №68ა )

აქვე გაცნობებთ, რომ  შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299  (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში,  ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  09:00 - საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით იყო შეჩერებული. 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური