აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი უვიზო მიმოსვლისკენ ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს ადასტურებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისათვის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. ჩვენ აშშ-ხორვატიის კიდევ უფრო ძლიერ ურთიერთობებს ველით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ს უვიზო რეჟიმი 39 სახელმწიფოსთან აქვს.