ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჭეშმარიტების გასარკვევად  გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჭეშმარიტების გასარკვევად  გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და "დაგუგვლის" უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული

სახდეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში  მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა - წერს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.  

მისი თქმით, კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს.

,,აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში არის მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია. კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს.
თანაც, ეს გაფრთხილება გამოქვეყნებულია ივნისში, ანუ იმ ავსტრალიელი ქალი მკვლელობამდე. იმისათვის, რომ გაარკვიო ჭეშმარიტება, გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და "დაგუგვლის" უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული! აი, ეს კომბინაცია, ვუყურებ, ბევრს არ აქვს ჩვენს გარშემო! შეგიძლიათ გააგრძელოთ გვამებზე ხტუნაობა!’’ წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook - ზე.

Maverick მეგობრებო, ხომ არ აჯობებდა "გვამებზე ხტუნაობის ნაცვლად" (პატივი მივაგოთ გარდაცვლილთ) ნაცარასტებს მოვიხსენიოთ "2 გვამიანი პარტია"-დ", ხოლო მისი სატელიტი ტელევიზიები და ჭურნალისტები სვავებად, ყვავებად, ან "მძორნალისტებად"...
2 წლის უკან