ნათია თურნავა წამლების ფასებზე: აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული

ნათია თურნავა წამლების ფასებზე: აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიკამენტების ფასების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.

„აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, რომლის გაუფასურებაც, თავის დროზე, შეიძლება, ყოფილიყო იმპორტული საქონლის გაძვირების საფუძველი, დღეს თავისი სტაბილური დინამიკით გვახარებს. ლარი არსებითად არის გამყარებული. ამიტომ, ამ მიზეზს მედიკამენტების იმპორტიორები ვერ გამოიყენებენ. გავერკვევით, რაშია საქმე და საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუღებელი უწოდა იმას, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ. „მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო, მედიკამენტების ფასების შესახებ, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს, რის მიხედვითაც, მთავრობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას დაიწყებს. მთავრობის მეთაურმა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ფასნამატების მართვისთვის, მექანიზმების შემუშავება დაავალა.