რა ეტაპზეა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება. ვახტანგ გომელაურის კომენტარი

რა ეტაპზეა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება. ვახტანგ გომელაურის კომენტარი

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ 2 დღეა და ჩემი თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ, რათა სწრაფად დასრულდეს გამოძიება, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე სიახლეებს ვერ გაასაჯაროებს. „გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალ საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.