დათო მაღრაძე: „ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს“

დათო მაღრაძე: „ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს“

პოეტმა დათო მაღრაძემ "კვირის პალიტრასთან" ვადანდელი არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:

“  ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს; ხელისუფლება და მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ვალდებულია მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ქვეყანას რყევები ავარიდოთ. თუ ამ ქვეყანას სამშობლოდ აღვიქვამთ, მუდმივი ჯანჯღარის პირობებში არ უნდა ვამყოფოთ. ვფიქრობ, ამისკენ არის მოწოდებული ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, იმ ერთი მუჭა ოპოზიციისგან განსხვავებით, ორი კარვითა და მიშას ერთი გახუნებული ფოტოთი რომ ელოდება სააკაშვილს. ჯერ თავად ელოდებოდნენ, ახლა შვილებთან ერთად ელოდებიან და მერე შვილიშვილებთან ან შვილთაშვილებთან ერთად მოუწევთ ლოდინი. გენიალური ვაჟა-ფშაველა თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს, "მთანი მაღალნი" ასე იწყებს, იდგნენ და ელოდნენ, უსაზღვროა მთების მოლოდინიო... დაელოდონ, ოღონდ მაინცდამაინც რუსთაველის პროსპექტს ნუ აირჩევენ. ადრე სილაღის, თავისუფლებისა და შეყვარებული წყვილების სასეირნო ადგილი იყო, ახლა კი, მძაფრი ვნებების მუდმივ სამოსახლოდ გადააქციეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტური ძალაუფლება არც ხელისუფლებისა და მით უფრო ქვეყნისთვის არ არის კარგი. ამისთვისაა საჭირო ძლიერი ოპოზიცია“.