რობერტ სტურუა: “ ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად-მეგობრობა  მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს!“

რობერტ სტურუა: “ ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად-მეგობრობა  მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს!“

რეჟისორი რობერტ სტურუა საკუთარ ფბ გვერდზე ამერიკის ელჩის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. იგი წერს:

„ამერიკა ჩვენი მეგობარია! მეგობრობა კი მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს!

ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად მე დავწერ მხოლოდ ერთს:

“…ჯერ ბერძნება წაგგვლიჯეს ოქროს საწმისი, მერე ირანმა ომებით დაგვასუსტა, მერე სელჯუკებმა გადაგვიარეს

შემდეგ მონღოლებმა ჩაგვიქროლეს და სისხლიანი ნაკვალევი დაგვიტოვეს, მერე დამოუკიდებლობა გვაყნოსინეს და მოღალატე ქართველებმა ჩაგვიქრეს იმედის სანთელი! უეცრად თურქი-ოსმალები!

მოულოდნელად კახეთი ირანის ხელში!

მერე რუსები…

შემდეგ კი თავისუფალი რესპუბლიკის სამი წელი!

ბოლოს კი ქართველი ბოლშევიკები სტალინი და მისი ამქრები ლენინის თხოვნით გვასაბჭოებენ!..

…შემდეგ ოსტატმა ავანტურისტმა, ცრუდემოკრატმა და ცრურეფორმატორმა მიშკამ გვიტირა დედა!!!

…ახლა კი, ევროპის და ამერიკის გარეგნულად გულუბრყვილო და თვითდაჯერებულმა ჩინოვნიკებმა დაგვიწყეს ჭკუის სწავლება, აპრეხილი ამაყი ცხვირით...

გაიგექთ, თავისუფლებას ვერ გვაჩუქებთ, პამპერსებს და წყალს რომ გვიგზავნით ისე!

თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თვითონ უნდა მივაღწიოთ:

შრომით, თავდადებით, სიყვარულით, პროფესიონალიზმით!

და გამობრძმედილი, აკანკალებული, მდიდარი და შეშინებული ბიძები ვერ გვაიძულებენ რომ ნარნარით გ ა დ ა ვ შ ე ნ დ ე თ!

…საქართველო დიდ მსხვერპლს იღებს 20-30 წელია, ამერიკის და ევროპის მეგობარი რომ გახდეს.

მეგობრობა კი ორმხრივი გამიგია მხოლოდ ორმხრივი! ორმხრივი მსხვერპლის გაღებაა მეგობრობა, ორმხრივი სიყვარული! დროშებს დაწვავენ რადიკალები! ამერიკულ დროშასაც ცეცხლს მისცემენ სხვათაშორის, ყველგან წვავენ, სხვა ქვეყნებშიაც!

ეს კი ამერიკის ელჩს არ სურს! არც მე!

მე მსურს მეგობრობა!

ამერიკასთან, ევროპასთან, ყველასთან! თუ მეგობრად არ გვთვლით მაშინ დაგვანებეთ თავი! თქვენ რა იცით, რა სჭირდება ქართველ ხალხს, უძველეს ერს?

რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან!

შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას და მათი ბელადის დანაშაულების ჩაფარცხვას!

ნუ გვახვევთ თავს მოღალატეებთან შეთანხმებას! ეს არის მეგობრობა?!

რატომ გვაიძულებთ, მანიაკი ნაცისტების გამეფებას?!

პატივისცემით ქართველ  ხალხს და მის  დამოუკიდებლობას!“

Aburjga Tasmanieli თქვენი გამკვირვებია?! იმ ქვეყნებიდან სადაც კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე, სადც კაცი ფიქრობს რომ ქალია და კაბას იცვამს, ჰორმონებს ღებულობს ძუძუების გასაზრდელად, სადაც მინისტრები და ოლიმპიური ჩემპიონები თრაქის მიცემით ამაყობენ, სადაც ძალადობის და საქსუალური აღვირახსნილობის ტირაჟირება ხდება ჰოლივუდში გადაღებული ფილმების 90%-ში, სადაც საკუთარ ისტორიის გადაწერას ცდილობენ, სადაც თავიანთი გმირების ძეგლებს ფეხით თელავენ, სადაც ერთ მე-20 საუკუნეში 2 მსოფლიო ომს აჩაღებენ, სადაც 1915 წელს შუაგულ ევროპაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი, სადაც ატომური ბომბებით სრულიად აкასაჭირო ვითარებაში ბომბავენ სხვა ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს, სადაც თავიანთ პრეზიდენტებსაც კი ხოცავენ... იმ ქვეყნებიდან სხვა სამართალს, სხვა ობიექტურობას და საერთოდ თუ არა მტრობას და ცოდვის თავზე მოხვევას სხვას რას უნდა მოველოდეთ??!! და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვ, რიტორიკული შეკითხვა?! არაკცთან ვინც მეგობრობს, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა ის თითონაც არაკაცი არ არის?! სახელმწიფოებთან მიმართებაშიც იგივე არ უნდა ვთქვათ?!
2 წლის უკან