ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია, - ამის შესახებ Arab News-ი წერს.

გადატვირთულია Contrada Imbriacola-ს ცენტრი, სადაც კუნძულამდე მისული მიგრანტები არიან დატოყნებულები. ეს ცენტრი 250 ადამიანზე გათვლილი, თუმცა, მიგრანტების რაოდენობა უკვე 1 200-ს აღწევს.

„როგორც ჩანს, ტუნისის სანაპიროზე კონტროლი შესუსტებულია. ჯერ არ გვინახავს, ამდენი ნავი მოდიოდეს კუნძულის სანაპიროსთან. ამასთან, ცდილობენ, მიაღწიონ სამხრეთ სარდინიამდე, რომელიც კიდევ უფრო შორსაა და იქამდე მისვლა ბევრად რთულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება“, - აცხადებს სიცილიის სანაპირო დაცვის მეთაური, რობერტო ისიდორი.