ბადრი ჯაფარიძე:  მიშელის ხელშეკრულება ძალაშია, მისი გარანტორები არიან აშშ და ევროკავშირი და ამას ვერ შეცვლის „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადებები

ბადრი ჯაფარიძე:  მიშელის ხელშეკრულება ძალაშია, მისი გარანტორები არიან აშშ და ევროკავშირი და ამას ვერ შეცვლის „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადებები

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ძირითადი საკითხი იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების პროცესი და „ქართული ოცნების“ დემარში.

მისივე განმარტებით, იმას, რომ მიშელის ხელშეკრულება ძალაშია, ვერ შეცვლის „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადებები.

„შეთანხმება ძალაშია, მისი გარანტორები არიან აშშ და ევროკავშირი და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველა ვალდებულების შესრულება, რაც არ უნდა შეეცადოს ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, თითქოსდა მათ შეუძლიათ ეს ხელშეკრულება გააუქმონ. ასეთ რამეს „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს. ეს ყველაფერი, ალბათ, დამთავრდება იმით, რომ თუ ასეთ მოქმედებას გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ მიმართ აუცილებლად დადგება სანქცირების საკითხი, ეს იქნება გარდაუვალი. როგორც ჩანს, მათ ეს გზა აირჩიეს, ეს არის მათი არჩევანი“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. გარდა ამისა, პრეზიდენტი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც.

 

Aburjga Tasmanieli იქნება ლგბტ ზნაჩოკიც გაიკეთო გულზე ან ცისარტყელა ჰალსტუხი გამოიკვანძო ბატონო ბადრი?!
2 წლის უკან