თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

თურქეთში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 და დაშავებულია 864 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გარდაცვლილთაგან 7 მანავგათის, ერთი კი მარმარისის მცხოვრებია. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, უკვე მოხერხდა ხანძრის 107 კერის ლოკალიზება. ამ დრომდე აქტიურია ანტალიასა და მუღლას პროვინციაში დაფიქსირებული 5 კერა.

ცეცხლი ანტალიის ტყის მასივს 28 ივლისს გაუჩნდა და საკურორტო ზონებში, მათ შორის, ბოდრუმსა და მარმარისში შეაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 6 თვითმფრინავი, 45 ვეტმფრენი და 117 სახანძრო მანქანაა ჩართული.

თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.