პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა დაიწიოს

პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა დაიწიოს

პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხი, უწყებათაშორისი კომისია შევქმენით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა დაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა, ახლა დაახლოებით 35 პროცენტია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადმა კიდევ უფრო დაიწიოს.

„მე ასევე მინდა მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო, პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120 პროცენტი შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის დაახლოებით 35 პროცენტია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.