პაატა მანჯგალაძე:  „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთ ოპოზიციურ პარტიას დაუკავშიროს ყველა ძალა და ასეთი შავ-თეთრი არჩევანი შესთავაზოს საზოგადოებას

პაატა მანჯგალაძე:  „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთ ოპოზიციურ პარტიას დაუკავშიროს ყველა ძალა და ასეთი შავ-თეთრი არჩევანი შესთავაზოს საზოგადოებას

„ოცნება“ რომ გაიპარა შეთანხმებიდან და ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებებს, ეს ნამდვილად არ არის იმ პარტიების მიზეზი, ვინც ხელი არ მოაწერა. ეს გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ არის უპასუხისმგებლო და მშიშარა ხელისუფლება, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე მმართველი გუნდის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ გარბის შეთანხმებიდან, რომ მას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა 43%-იანი ბარიერის პირობებში.

,,ჩვენ ვაფრთხილებდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს, ვინც ხელს არ აწერდა 19 აპრილის შეთანხმებას, რომ ამით დამატებით საბაბს ვაძლევდით „ქართულ ოცნებას“. მაგრამ, „ოცნება“ რომ გაიპარა შეთანხმებიდან და ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებებს, ეს ნამდვილად არ არის იმ პარტიების მიზეზი, ვინც ხელი არ მოაწერა. ეს არის გამოწვეული იმით, რომ „ქართული ოცნება“ არის უპასუხისმგებლო და მშიშარა ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ხალხის გადაწყვეტილების. იმიტომ გარბის ამ შეთანხმებიდან, რომ მას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა 43%-იანი ბარიერის პირობებში“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთ ოპოზიციურ პარტიას დაუკავშიროს ყველა პარტია და ასეთი შავ-თეთრი არჩევანი შესთავაზოს საზოგადოებას.

„ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს აპრობირებული სტრატეგია, როდესაც ის ახდენს სიძულვილის ტირაჟირებას და პოლარიზების ფონზე ადამიანებს უჭირთ არჩევანის გაკეთება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ის ცდილობს ერთ პარტიას დაუკავშიროს ყველა პარტია და ასეთი შავ-თეთრი არჩევანი შესთავაზოს საზოგადოებას. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არსებობს მესამე არჩევანიც და ხალხს შეუძლია უარი უთხრას შიშს და ასე გააკეთოს არჩევანი. ჩვენ მთავარ პრიორიტეტს ვაგებთ არა დაპირისპირებაზე, არამედ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ხალხს აქვს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.