ვიოლა ფონ კრამონი: ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს

ვიოლა ფონ კრამონი: ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს

ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რეფორმები განახორციელოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

კრამონმა უპასუხა კითხვას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის მმართველი პარტიის განცხადებები, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მიუხედავად, ისინი შეასრულებენ ვალდებულებებს და ასევე, დამაჯერებელი იქნება თუ არა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ხმათა 43%-ზე მეტის აღება.

„წინააღმდეგი არ ვარ, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ გახლავთ, ეს გახლავთ ბრწყინვალე ქვეყნის ამომრჩეველთა ხელში. ჩემთვის მისაღებია, კითხვა აქ არ მაქვს. სანდოობა რამდენად ექნება პარტიას, რომელმაც ჯერ ხელი მოაწერა, მერე გავიდა და მერე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ჩვენ მაინც ვალდებულებას ვიღებთ ჩვენ თავზე, ამ პარტიის სანდოობა როგორი იქნება? შეასრულონ ყველა რეფორმა, რაც იყო ჩამოთვლილი, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, ისინი ძალიან შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტები ნათელი დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთგული იმ რეფორმების, რომლებიც ჩამოთვლილია ხელშეკრულებაში. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო რეფორმას. ეს უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში, საქართველოს ამომრჩეველთა ინტერესებში. ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც მზად იქნებიან, რეფორმები განახორციელონ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.