ირაკლი კობახიძე: წარმოდგენილი მერობის კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში

ირაკლი კობახიძე: წარმოდგენილი მერობის კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში

როდესაც მერების კანდიდატების შერჩევის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ფაქტორსა და ყველა გარემოებას. რა თქმა უნდა, მერები პირველ რიგში არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ისინი უნდა იყვნენ და არიან კიდეც, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ. ჩვენთვის პრიორიტეტია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია. ამას ყველა კვლევა ადასტურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს ინსტიტუტი და ხელი შევუწყოთ 63-ვე მუნიციპალიტეტის განვითარებას. თქვენ წინაშე წარმოდგენილი კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.