ირაკლი კობახიძე გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა

ირაკლი კობახიძე გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ ან გიორგი გახარიასთან კოალიციური პარტნიორობის ჩამოყალიბება.

„ნაცმოძრაობასთან“ პოტენციური კოალიციური პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რომელიც გვაქვს ამ პარტიასთან, ​მომავალში არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, პოლიტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან. ასე რომ, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა. თავიდან არსებობდა გარკვეული გაუგებრობა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ხომ არი იყო რაიმე ფორმით ჩვენთან გარიგებული. დღეს, ვფიქრობ საზოგადოება დარწმუნდა იმაში, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება. როდესაც ადამიანი ჩადის ღალატს, მასთან მომავალში რაიმე ტიპის გარიგებაში შესვლა გამორიცხულია. ამას საზოგადოებაც ხედავს“, - განაცხადა კობახიძემ.