ქობულეთში ერთმანეთს 2 ტრაილერი შეეჯახა - არის მსხვერპლი

ქობულეთში ერთმანეთს 2 ტრაილერი შეეჯახა - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.  ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ერთი კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. 

კლინიკაში ამბობენ, რომ სხეულის მძიმე დაზიანებით მათთან ორი პირი შეიყვანეს, "რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". 

"მეორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მიდის დაკვირვება, იმყოფება კლინიკაში და უტარდება შესაბამისი კვლევები" - ამბობენ საავადმყოფოში.