აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე „ქრონიკისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჰუსეინ ბაკიხანოვი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, სასტუმრო „სტამბის“ სახურავიდან გადახტა.
სასტუმროს ადვოკატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„იმ წამსვე შევატყობინეთ 112-ს. დაწყებულია გამოძიება. ყველა პირი, რომელსაც მასთან შეხება ჰქონდა, გამოკითხულია. თუ რაიმე მტკიცებულება, მათ შორის, ჩანაწერები იყო, მიწოდებულია გამოძიებისთვის“, - აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.
სახურავიდან გადახტომის შემდეგ, ჰუსეინ ბაკიხანოვი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.