ანალიტიკოსი გიორგი ზესაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კი იცით, ფბ (უკვე იშვიათი) პოსტებიდან, მომწონებელ, მოკამათეებმა (იქნება ასე 30-60 მეგობარი), "შარლმიშელის შეთანხმებასთან" ჩემი დამოკიდებულება, სხვებს კი მოკლედ ვეტყვი
- ეს "შეთანხმება" არის /იმედია იყო/ ქვეყნისთვის სამარცხვინო !
ყველაზე ნაკლებად ამაში ვადანაშაულებ მედიატორებს და პირადად შარლ მიშელს (Charles Yves Jean Ghislaine Michel), კელი დეგნანს (Kelly Colleen Degnan) და კარლ ჰარცელს (Karl Harcell), რადგან მათ პირნათლად შეასრულეს მათთვის დასმული ამოცანა - მომხდარიყო "შეთანხმება", რაც თავისთავად ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის არსებობისთვის. შეცდომა რაც მათ დაუშვეს ეს არის ის რომ
- ყველასთან და ყველაფერზე შეთანხმება არ შეიძლება !
და მინიმუმ უნდა მომხდარიყო არაადგილობრივი "ექსპერტული" დასკვნები, თუ რა საფრთხეებს შეიცავს შეთანხმების პუნქტები, შესაბამისად უნდა ჩარეულიყვნენ შეთანხმების შინაარსში. და თუ ასეთს ჩარევას ჰქონდა ადგილი, ეს განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ შეთანხმების მიღწევა მომხდარიყო ყოველ მიზეზ გარეშე.
"შეთანხმების" მთავარი პრობლემა თავად მისი ამ სახით არსებობაა. ქვეყანაში მთავარი შეთანხმება უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია, ხოლო ყველა სხვა შეთანხმება, კანონი თუ რაიმე სხვა აქტი !არ შეიძლება! ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას.
მასში კი არაფერია ნათქვამი, პარლამენტის ხელახალი არჩევნების დანიშვნის "43%-იან" მექანიზმზე ...
ცალკე პრობლემაა ამ 43% -ის მიბმა ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე. ეს კი კონსტიტუციას და ზოგადად თვითმმართველობის არსს ეწინააღმდებება ...
შეთანხმების სხვა "წვრილმანები" როგორიც არის მათ შორის: უპარტიო ქვეყანაში პროპორციული კომპონენტის გაზრდა, "ელექტრონული ხმის მიცემის" დანერგვა, კომისიების შემადგენლობის გაზრდა, დარღვევების გასაჩივრების "ახალი" მექანიზმების გამოყენება და ა.შ. ამ საკითხების განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ არსებობს იმის საფრთხე, რომ ყოველი მომდევნო არჩევნებში შეიქმნას ისეთი ქაოსი სადაც 2020-ის არჩევნების "მსუბუქი გაუგებრობები" უბრალოდ მოგვენატრება (არ ვხუმრობ!)
ასე რომ მივესალმები, "ქართული ოცნების" მიერ დამოუკიდებლად გადადგმული პირველი პოლიტიკური ნაბიჯის მცდელობას“ ...