გურამ მაჭარაშვილი: შეთანხმება მაშინ არსებობს, როცა მას ორივე მხარე ასრულებს - მის პირობებს პირნათლად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

გურამ მაჭარაშვილი: შეთანხმება მაშინ არსებობს, როცა მას ორივე მხარე ასრულებს - მის პირობებს პირნათლად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის პირობებს მხოლოდ მმართველი გუნდი ასრულებდა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს შეთანხმებიდან, ბუნერბრივია.

„შეთანხმება მაშინ არსებობს, როცა მას ორივე მხარე ასრულებს. საბოლოოდ, სამი თვისთავზე, ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ ეს შეთანხმება ძალაში მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იყო, რომელიც პირნათლად ასრულებდა მასში გაწერილ საკითხებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სამართლიანად და ბუნებრივად მოხდა ამ შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი, არჩევნებისთვის სტრატეგიის ფორმირებაზე მუშაობენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და „ქართული ოცნების“ შეთანხმებაში დაბრუნებას ეცდებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.