მიხეილ სარჯველაძე: არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი გუშინდელი გადაწყვეტილება საგარეო კურსის ცვლად განიმარტოს

მიხეილ სარჯველაძე: არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი გუშინდელი გადაწყვეტილება საგარეო კურსის ცვლად განიმარტოს

იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება იყო ინიციატორი კონსტიტუციაში ჩაწერილიყო დებულება საგარეო კურსზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ეს დოგმა რაიმე ცვლილებას ექვემდებარებოდეს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი გუშინდელი გადაწყვეტილება რაიმე საგარეო კურსის ცვლად განიმარტოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ოპოზიცია ცდილობს, აქცენტები სხვა მიმართულებით დასვას, სხვა მიმართულებით გაართოს საზოგადოება იმისთვის, რომ მათი რეალური ბრალი გადაფარონ შეთანხმების ჩაშლაში. ჩვენი მოწადინება, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ კალაპოტში ხორციელდებოდეს პოლიტიკა, სწორედ აქეთკენ გადაიდგა ნაბიჯი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამას ისახავს მიზნად. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნებოდა ამ დოკუმენტს, ქმედებით, ხელმოწერით, ნებისმიერი ფორმით, ის გაცილებით მეტი საფრთხის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ესკალაციის, არადემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.