დავით ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ეს გუნდი მზად არის ქვეყანა დაძაბულობისა და არასტაბილურობის სპირალში შეიყვანოს

დავით ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ეს გუნდი მზად არის ქვეყანა დაძაბულობისა და არასტაბილურობის სპირალში შეიყვანოს

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეთანხმების ანულირებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის მზად არის, ქვეყანა დაძაბულობისა და არასტაბილურობის სპირალში შეიყვანოს.

მისი თქმით, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე „ქართული ოცნება“ მზად არის, ქვეყანას დამატებითი პრობლემები მოუტანოს.

„გუშინდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ეს გუნდი მზად არის, ქვეყანა დაძაბულობისა და არასტაბილურობის სპირალში შეიყვანოს. მზად არის, ქვეყანას მოუტანოს დამატებითი პრობლემები. მზად არის, წავიდეს ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან, დასავლეთთან დაპირისპირებაზე და ეს ყველაფერი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი, პარტიული ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.