გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქება კომპანია Currenta GmbH & Co. OHG-ის ტერიტორიაზე მოხდა. ქიმიური ქარხნის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში და კარ-ფანჯარა არ გააღონ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებების აალებას უკავშირდება.