ჯო ბაიდენი: შეერთებულ შტატებზე მნიშვნელოვანმა კიბერთავდასხმამ დიდ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს

ჯო ბაიდენი: შეერთებულ შტატებზე მნიშვნელოვანმა კიბერთავდასხმამ დიდ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე მნიშვნელოვანმა კიბერთავდასხმამ დიდ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს.

„ვფიქრობ, მეტად სავარაუდოა, რომ თუ დიდ სახელმწიფოსთან რეალური შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს სერიოზული კიბერდარღვევის შედეგი იქნება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას..

16 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა გარკვეული კიბერ-ინფრასტრუქტურა, რომელიც კიბერ-ომის საზღვრებს მიღმა რჩება და ის კიბერთავდასხმებისთვის დახურული იქნება.