დავით ქართველიშვილი:

დავით ქართველიშვილი: "ორკების" პროკურატურაზე რომ საუბრობს სანაცეთის მოქალაქე, რომლის ლიდერიც კიევში მცხოვრები საურონია, როგორც მინიმუმ, ბიპოლარულ აშლილობაზე მიუთითებს”

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ წერს:

“ხომ შეიძლება, იტალია იყო და შენში ვატიკანს ან სან-მარინოს იტევდე. ან და ესპანეთი იყო და ანდორას ეგუებოდე. მაგრამ, როდესაც საქართველო ხარ და შენში იტევ სანაცეთს - თავისი უცხოელი ბელადით, ფანჩატურის პარლამენტით, ჩრდილოვანი კოალიციური მინისტრთა კაბინეტით - ეს არის აუტანელი ტვირთი და დაუსრულებელი განსაცდელი.

როდესაც სანაცეთის "მოქალაქე" ხარ და სრულიად გამოსული ხარ საქართველოს სამართლებრივი ველიდან...როდესაც პოლიტიკურ დამნაშავე რეციდივისტს წარმოადგენ...როდესაც იგნორირებას კი არ ახდენ - პირდაპირ ებრძვი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, და ამავდროულად პოლიტიკურ, კრიმინალურ, "ჟურნალისტურ", სექსუალურ უდანაშაულობების პრეზუმპციებს აყალიბებ, უმრავლესობის უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვის გზით - ეს არის არანორმალური. ეს არის კრემლისადმი დაუფარავი გზავნილი - რომ ეს სახელმწიფო თითქოს და ვერ შედგა, რომ მასში ბევრი რამ არ მუშაობს და ვერ იმუშავებს, განსაკუთრებით - ამ ოპოზიციის პირობებში. რომ არიქა, შეგიძლიათ დაასრულოთ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ 2008 წელს ჩავუყარეთო საფუძველი და ა.შ.

სხვანაირად როგორ გავიგოთ, რუსულ "სამ ასოზე" რომ აგზავნის ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს თამარ ჩერგოლეიშვილი, როდესაც ოფიციალურად უარს უცხადებს საქართველოს მართლმსაჯულებას თანამშრომლაბაზე, რომელსაც აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია საკუთარი დედის სამსახურეობრივ ხელმძღვანელად КГБ-ს გენერალ-მაიორი ლევონ სტეფანიანი იყოს და აბსურდად თვლის ქართულ პროკურატურასთან პროცესუალურ ურთიერთობას, თუნდაც იმ თემებზე, რომლებზეც ულაზერო მანუალურ ეპილაციას თავად იკეთებენ მთელს სხეულზე.

და ბოლოს - "ორკების" პროკურატურაზე რომ საუბრობს სანაცეთის მოქალაქე, რომლის ლიდერიც კიევში მცხოვრები საურონია, როგორც მინიმუმ, ბიპოლარულ აშლილობაზე მიუთითებს”.