კრიშტიანუს და ჯორჯინას დასვენება დასრულდა

კრიშტიანუს და ჯორჯინას დასვენება დასრულდა

პორტუგალიელი სუპერშემტევი კრიშიანუ რონალდუ გუშინ დაბრუნდა იტალიაში და დღესვე ჩაერთვება ტურინის “იუვენტუსის“ რუტინულ და დამღლელ საწვრთნელ პროცესში. წელს “ბებერ ქალბატონს“ ტრადიციულად დიდი მიზნები აქვს დასახული და ცხადია ამ მიზნებში რონალდუს საკვანძო ადგილი უჭირავს.

სულ რამდენიმე დღის წინ კი რონალდუ და მის ცოლი, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუს კუთვნილი იახტით ხმელთაშუა ზღვის ტალღებს აპობდნენ და ცხოვრების სიამეში იყვნენ ჩაფლულნი. პაპარაცებმა რონალდუ და ჯორჯინა კუნძულ მალიორკას სანაპიროსთან ახლოს დააფიქსირეს.

როგორც იცით კრიშტიანუ უფულობას ნამდვილად არ უჩივის და საცხოვრებელი ვილაც ბევრგან შეიძინა. მათ შორის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარულია კუნძულ მალიორკაზე მდებარე ვილა, რომელსაც მობურთალი ძირითადად მხოლოდ ზაფხულში სტუმრობს ხოლმე.